SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
გასტრონომიული მოგზაურობა - საშობაო კერძები და დესერტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო
უცხო კერძების დაგემოვნება მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ტრადიციული სამზარეულო ამ ქვეყნის კულტურას წარმოაჩენს. მისი დახმარებით, უფრო ახლოდან ვეცნობით ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს, ხასიათს, გემოვნებას.

საშობაოდ ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი კერძები, დესერტები და ტკბილეულობა აქვს. თუ ახალი წელი შენთვის მოგზაურობის დროა, ამ წლისთვის სამოგზაურო ბილეთებიც ნაყიდი გაქვს და უკვე როუმინგ ინტერნეტიც გაიაქტიურე, დღეს რამდენიმე ყველაზე ცნობილ საშობაო ნუგბარს და მათ რეცეპტებს გაგაცნობთ, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო.


საშობაო ინდაური თუ ბატი კომშით

ევროპის არაერთ ქვეყანაში და ჩრდილოეთ ამერიკაში საახალწლო სუფრის მთავარი კერძია ინდაური ან ბატი, რომელსაც გარნირად ბოსტნეული, პიურე და სხვადასხვა ტიპის საწებელი მოჰყვება. ღუმელში დაბრაწული ბატი/ინდაური ხშირად კომშით ან ვაშლით არის დატენილი. ინდაური წაბლით ტრადიციული საშობაო კერძია საფრანგეთში. ინდაურისა და ბატისგან მომზადებულ სხვადასხვა კომბინაციას ვხვდებით გერმანიაში, ბელგიაში, დანიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ნიდერლანდებსა და ბრიტანეთში. როგორც წესი, მას მოტკბო ან მომჟავო საწებლით მიირთმევენ.

იხილე საშობაო ბატის/ინდაურის მომზადების რეცეპტი

საჭირო მასალა:
ინდაური ან ბატი - 1 ცალი
ერბო ან კარაქი- 1 ს/კ
ვაშლი - 2 ცალი
კომში- 2 ცალი
მარილი და წიწაკა გემოვნებით

კარგად გაწმენდილ, გამოშიგნულ და გარეცხილ ინდაურს ან ბატს უნდა მოაყარო მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით. შემდეგ მუცლის არეს ამოავსებ 2 კგ გაფრცქვნილი და დაჭრილი ვაშლითა და კომშით და ამოკერავ, რათა ცხობისას შეგთავსი არ გადმოიყაროს. ზემოდან მოასხამ ერთ კოვზ ერბოს ან კარაქს და შედგამ 180º-ზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, გასინჯე ჩანგლით და თუ მზადაა, გადმოიღე თეფშზე. შეგიძლია მზა ინდაურს (ბატს) გარეთა ნაწილები შემოაჭრა და ლანგარზე ლამაზად დააწყო. დარჩენილ ცხიმში კი შეგიძლია შეწვა კარტოფილი და გარნირად გამოიყენო.


იტალიური პასკა პანეტონე

იტალიაში შობასა და ახალი წლის დღეებში პასკას - პანეტონეს მიირთმევენ. ფუმფულა პანეტონეს მომზადება ერთობ ხანგრძლივი პროცესია. ცომში ურევენ დაშაქრული ფორთოხლის ნაჭრებს, ასევე ლიმონის ან სხვა ციტრუსის ცედრას, ან ქიშმიშს. დროსთან ერთად მისი მრავალი ვარიაცია შეიქმნა, მათ შორის შოკოლადისაც. როგორც წესი, პანეტონეს ცხელ სასმელებს - ჩაი, ყავა, ან ტკბილ ღვინოს აყოლებენ.

იხილე პანეტონეს მომზადების რეცეპტი

მომზადების წესი:

ქიშმიშს დაასხამ 2 ს/კ თბილი წყლისა და რომის ნაზავს;
ფქვილში ბლენდერის მეშვეობით აურევ საფუარს, შაქარს, მარილს, ლიმონის ცედრას, ვანილს.
ცალკე ათქვიფე კვერცხი თბილ წყალთან და თაფლთან ერთად.
მშრალი მასა ბლენდერით შეურიე კვერცხისა და თაფლის მასას, ისე, რომ ცომი ერთგვაროვანი გამოვიდეს. ნელ-ნელა დაამატე დარბილებული კარაქი, თითო კოვზით და თან შეუჩერებლად თქვიფე.
ერთმანეთში აურიე ქიშმიში, ცუკატები და გამდნარი კარაქი. მიღებული მასა შეურიე ცომს.
მოათავსე მიღებული ცომი მოზრდილ ჯამში და გადააფარე საკვების შესაფუთი ცელოფანი. გაითვალისწინე, ცომს დაახლოებით 15 საათი დაჭირდება გასაფუებლად.
აფუებულ ცომს მოაყარე სულ ცოტაოდენი ფქვილი და გააკეთე გუნდა, რომელსაც გადაიტან გამოსაცხობ ფორმაში.
გადააფარე ცომს სველი და კარგად გაწურული ჩაის ტილო და ოთახის ტემპერატურაზე კიდევ 4-5 საათი გააჩერე.
გაახურე ღუმელი 190 გრადუსზე.
ცომს ზედაპიზე გაუკეთე ჯვრის ფორმის ჩანაჭდევი და მასში ჩადე ცივი კარაქის ნაჭერი. შედგი ღუმელში.
გამოიღე ღუმლიდან გამომცხვარი პანეტონე და აცადე გაცივება.
გერმანული საახალწლო შტოლენი და გლინტვეინი
გერმანიაში მთავარი საშობაო დესერტი შტოლენია. ეს არის წაგრძელებული ფორმის არომატული ნამცხვარი, რომელშიც ჩირეული, ნუში, ქიშმიში, რომი, სანელებლები შედის და შაქრის პუდრითაა დაფარული. შტოლენის სიმბოლო ერთგვარად ყრმა იესოს უკავშირდება.

იხილე შტოლენის მომზადების რეცეპტი

  • ქიშმიშს, ცუკატებს, ნუშს, დააყრი ვანილიან შაქარს და დაასხამ რომს ან კონიაკს. თავზე დაახურე და ასე დატოვე 6 საათი. დროდადრო უნდა ურიო.
  • გაათბე რძე. დაამატე საფუარი, 1 ს.კ. შაქარი, ცოტა ფქვილი და მოზილე. დადგი თბილ ადგილას 15 წთ და დააცადე ამოსვლა.
  • ცალკე კარგად გათქვიფე კარაქი, შაქარი, კვერცხი. დაამატე ცედრა და სანელებლები. ეს ყველაფერი შეურიე ამოსულ ცომს და შეაზილე დარჩენილი ფქვილი. გადააფარე და დადგი ასაფუებლად თბილ ადგილას.
  • შემდეგ ცომი გადმოიღე ფქვილმოყრილ ფიცარზე, ოდნავ გააბრტყელე, დააყარე ზედ ქიშმიშიანი მასა და კარგად შეურიე ერთმანეთს. ჩადე ჯამში, გადააფარე და კიდევ 30 წთ დააცადე.
  • ცომი კიდევ გადაზილე და ცომის გუნდას ხელით მიეცი მოგრძო ფორმა, შუაში დააწექი გასაბრტყელებელი ჯოხით, ისე, რომ ნაჭდევი გაუკეთდეს. შემდეგ კი ერთ მხარეს გადმოკეცავ მეორეს, ოღონდ ბოლომდე არა. შედეგად მიიღება ასიმერტიული ფორმა.
  • ამის შემდეგ კიდევ 15 წთ დააცადე ცომს და გამოაცხვე ღუმელში 175°-ზე.
  • ცხელ შტოლენს ფუნჯით წაუსვი გამდნარი კარაქი და შემდეგ მოაყარე შაქრის პუდრა.
  • გადაახვიე ჯერ ქაღალდში, შემდეგ ცელოფანში და შეინახე 1-2 კვირა.

შტოლენის გარდა, გერმანიის საშობაო ბაზრობებზე აუცილებლად დაგხვდება ცხელი გლინტვეინი, რომელიც ჰაერში დარიჩინის, მიხაკისა და ცედრის სუნს ატრიალებს.


დარიჩინიანი თაფლაკვერები

ახალი წელი დარიჩინიანი თაფლაკვერების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მათ, როგორც წესი, სხვადასხვა პერსონაჟის ფორმა აქვთ და ერთგვარ დეკორაციასაც წარმოადგენს. თაფლაკვერების მომზადებაში მთელი ოჯახი - დიდი და პატარა იღებს მონაწილეობას. ამიტომ, მათ განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ საახალწლო სუფრაზე. მაგალითად, საფრანგეთში მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე ამზადებენ თაფლაკვერს ნუშით, დარიჩინით, ილითა და თაფლით, რომელსაც წმინდა ნიკოლოზს სწირავენ.


უნგრული თევზის წვნიანი

საახალწლო სუფრაზე ბევრგან შეხვდები ზღვის პროდუქტს. უნგრეთში თევზის წვნიანი - ხალასლე ერთ-ერთი მთავარი კერძია, ხოლო დესერტად ხაშხაშიან და ნიგვზიან ნამცხვარს ამზადებენ.

იხილე ხალასლეს მომზადების რეცეპტი

საჭირო მასალა (10-12 ულუფისათვის):

  • 3 კგ სხვადასხვა თევზი (ლოქო, ფარგა, ქარჩხანა)
  • 3 თავი ხახვი
  • 3 მწიფე პამიდორი
  • 2 ცალი ტკბილი წიწაკა
  • 3 ს.კ. პაპრიკის ფხვნილი
  • მარილი
  • პილპილი
  • ცხარე წიწაკა

შეჯამება

გასტრონომიული მოგზაურობა კულტურის შესაცნობად ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულებაზე არანაკლებ საინტერესოა. საშობაოდ ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური ტრადიცია აქვს. თუ გსურს, შენი მოგზაურობა კიდევ უფრო მეტი სიახლით იყოს დატვირთული, აუცილებლად დააგემოვნე ეს ნუგბარები.

(R)
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기sahabetbetigma girişvaycasinodizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티holiganbettipobetjojobetcasibomhuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetBetigmajojobet girişholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişbetboxjojobetbetpassahabet girişumzugsfirma wienjojobethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9099Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisbetpuanjojobetcasibom girişistanbul escort telegramJojobetcasibomcratosroyalbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetpark girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcratosroyalbet1xbet giriştipobetcratosroyalbetgalabetbetboxsekabet girişmarsbahisExtrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobet girişgrandpashabetsekabetbetnanomarkajbetjojobetjojobetmeritkingvdcasinobetparkbetciopadişahbetiptv satın alJojobetmagic mushroomscratosroyalbettaraftarium24royalbet girişjojobetStreameastkiralık hackerelexbetelexbetcasibomcasibommarsbahismp3 juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomcasibomholiganbet girişsahabetbetparkholiganbet girişjojobetjojobetsekabetmatbetjojobetjojobetdeneme bonusu veren sitelerjojobetholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelerjojobetsahabetivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноbets10casibom giriş