სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციამ ოთხ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ამ დროისათვის, დასრულებულია პირველი ანუ საბუთების გადარჩევის ეტაპი.
სამხარეო ადმინისტრაციაში სულ 36 კონკურსანტის 54 განაცხადი შევიდა. აქედან პირველი ეტაპი 44 განცხადებით, 31–მა აპლიკანტმა გაიარა.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ოთხი პოზიციიდან ყველაზე მეტი – 18 განაცხადი რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დაფიქსირდა.
კონკურსი მიმდინარე წლის 5 დეკემბერს გამოცხადდა. აპლიკანტებს სასურველ პოზიციებზე განაცხადის შევსება 14 დეკემბრამდე შეეძლოთ.
კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება, სამხარეო ადმინისტრაციაში, 26 დეკემბერს გაიმართება.
ავტორები: თიკო კურტანძე, რამაზ ალავიძე.