მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად, ყველა ტაძარში საზეიმო წირვა სრულდება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.
უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმინდანს დედაღვთისამ ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. წმ. მოციქულს თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომლითაც უამრავი სასწაული აღავლინა.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე აღესრულა.
მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 13 დეკემბერს წმინდა მოციქულის აღსრულების დღეა.
12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.