ახალციხეში პირველი ფოტო–ვიდეო სტუდია ,,S & S” გაიხსნა. სერგო ფიდანიანმა და სოსო ჩლაჩიშვილმა დაფინანსება პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“– ფარგლებში მოიპოვეს.
მეპატრონეები მომხმარებელს ვიდეო კლიპების, სარეკლამო რგოლებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებას, ასევე ადგილზე და შიდა სტუდიურ მომსახურებას სთავაზობენ.
სერგო ფიდანიანის თქმით, მოპოვებული დაფინანსებით სტუდიამ ტექნიკა შეიძინა და უკვე პირველ მომხმარებელს ელოდება.