ქალაქ ახალციხეში ორბელიანის, მესხეთისა და ჯაყელის ქუჩის მაცხოვრებლებს, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
,,ინტერგაზის” დირექტორი ამბობს, რომ კომპანიის თანამშრომლები რეგულატორს ცვლიან, რის გამოც საჭირო გახდა, გაზი რამდენიმე საათით გაეთიშათ. ვასილ აბულაძე ვერ აკონკრეტებს, რამდენი აბონენტია ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი. მისი თქმით, გაზის მიწოდება დღესვე აღდგება.