ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. საკრებულოს აპარატში განაცხადი არ შევიდა.
გერბისა და დროშის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 1 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, გარდა კომისიაში შემავალი პირებისა.
კონკურსანტებს საკრებულოს აპარატში ნამუშევრების წარდგენის უფლება 1 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, 18:00 საათამდე ჰქონდათ.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. გამარჯვებული ახალციხის გამგეობისგან 1 000 ლარს მიიღებს.
თიკო კურტანიძე
|