მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 24 აპრილს უფლის იერუსალიმში შებრძანების დღე აღნიშნა. მორწმუნეები ბზობას დიდმარხვის მეექვსე კვირას ზეიმობენ. იგი 12 დიდ დღესასწაულთა შორის, პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა, ეკლესიებში ბზა იკურთხება, რომელსაც მრევლი ბარაქისა და სინათლის სიმბოლოდ ოჯახში ბზობის მომავალ დღესასწაულამდე ინახავს.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!”
ბზობის დღესასწაულის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
შემდეგი ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული
აღინიშნება.
დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულზე დასრულდება.
|