18 აპრილი ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღეა. დღესასწაულს ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
გამგეობის ადმინისტრაციის ინფორმციით, კულტურის სამსახურმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყეს. მასში მონაწილეობა გურკელისა და მინაძის საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლემ მიიღო.
ახალგაზრდებმა ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, ბიეთისა და ოხერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების მიმდებარე ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში, 1984 წლიდან აღნიშნავენ.
|