ადიგენი–მოხეს 12
კილომეტრიანი გზის მშენებლობა წელს დასრულდება. ადიგენის
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტის
საფარის დაგება, ეწყობა გაბიონები, მილხიდები და უსაფრთხოების ბარიერები. ამასთან ერთად
დასახლებულ პუნქტებში თანამედროვე სტანდარტების მოსაცდელები
შენდება.
მიმდინარე სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და გამგებლის მოადგილემ მინდია ჯელიამ ადგილზე მოინახულეს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს
დასრულდება.
დასრულებული პროექტი კი გაამარტივებს გადაადგილებას და შეამცირებს
მგზავრობის დროს.
თიკო კურტანიძე
|