დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ბაქტერიოლოგიური კვლევა დაასრულა. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოვლენილი ნაწლავური ინფექციის შემთხვევები, სავარაუდოდ, ნოროვირუსული ინფექციის ეპიდაფეთქება იყო. რამდენიმე სახის ანალიზი სკოლამდელი ასაკის პაციენტების 30–ზე მეტ ბავშვს აუღეს. კვლევის შედეგად, პათოგენური ბაქტერიები არ გამოვლენილა. ჯანდაცვის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ინფექცია ბაგა–ბაღის აღსაზრდელებში, საყოფაცხოვრებო გზით გავრცელდა. ბავშვების დაავადებას კვებით ან წყლით, სპეციალისტები გამორიცხავენ.
ამ დროისთვის, ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში, ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით არც ერთი ბავშვი აღარ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებაში დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობში, პალატებში ადგილი აღარ იყო. ამიტომ სამედიცინო დაწესებულებაში, ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოთავსებულ ბავშვებს, მკურნალობას დერეფანში უტარებდენ. პაციენტები, ძირითადად 3–დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ.
რუსუდან გვარამაძე