„ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა გამართლებულია“ – თემაზე დღეს, 4 აპრილს კარლ პოპერის სტილის დებატატების რეგიონული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. მასში მონაწილეობა ახალციხისა და ადიგენის სასკოლო კლუბების მოსწავლეებმა მიიღეს.
დებატების ორგანიზატორის ნინო ლომიძის თქმით, შეჯიბრი 3 აპრილს დაიწყო. მასში თავდაპირველად 6 გუნდი ჩაერთო.
ფინალური შეხვედრისთვის ორი გუნდი – მტკიცებითი და უარმყოფელი, ურავლის, მოხისა და უდის მეორე საჯარო სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტდა. დებატებში გამარჯვება უარმყოფელმა გუნდმა მოიპოვა. იგი მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებს.
ღონისძიებას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველო“–მ და დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა გაუწიეს.