ტელეკომპანია “მეცხრე არხი” მწუხარებას გამოთქვამს ოთო მერაბიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ოთოს ტელეკომპანია “მეცხრე არხთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. იგი იყო საბავშვო გადაცემა მხიარული ნოტები”–ს პირველი სეზონის ფინალისტი. ეს მის მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯები იყო.
მოგვიანებით, ოთო ახალგაზრდული გადაცემის “ტოპ 9″–ს წამყვანი გახდა. მას მეგობრებთან ერთად, ორი სეზონის განმავლობაში, შუადღის პირდაპირ ეთერში, გადაცემა მიჰყავდა.
2014 წელს კი ოთომ ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებული “მესხური ფესტივალი”–ს ორსაათიანი პროგრამა მეგობრებთან ერთად წაიყვანა…
ოთოს კადრები “მეცხრე არხის” არქივიდან.
ოთო არ გარდაცვლილა!
ტელეკომპანია “მეცხრე არხი”.