შემთხვევა
გუშინ, 18 მარტს, თბილისში, გვიან ღამით მოხდა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ო.მ–ს მშობლიურ ქალაქში დღესვე გადმოასვენებენ. ვრცელდება გარდაცვალების რამდენიმე ვერსია. ახლობლების თქმით, შესაძლოა ო.მ–მ თავი მოიკლა. ცნობილია ისიც, რომ მან თვითმკვლელობა ადრეც სცადა. მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
ახალციხელი ო.მ. 19 წლის იყო. ის დედაქალაქში, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობდა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.