აწყურში, დიზელის გადამზიდი ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.
“მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება. როგორც რუსუდან გვარამაძე იუწყება, გადაბრუნებული ცისტერნიდან დიზელი გაზაზე იღვრება, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.
ავტოსაგზაო შემთხვევამ, ახალციხეში მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრის ესკორტიც შეაფერხა, ადგილზე ოთარ დანელიაც იმყოფება.
ადგილზე მობილიზებულია სასწარფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც თვიოთმხილველები ჰყვებიან, ტრაილერი გადაჭრაბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადაბრუნდა და სადისტრიბუციო მანქანას დაეჯახა. მიკროავტობუსში მსხდომი პირები არ დაშავებულან.
არიან თუ არა დაშავებულები ამ დროისთვის უცნობია. “მეცხრე არხი” დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.