მოხის სადავო შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება, მეჩეთის ასაშენებლად კი ადგილი სოფლის ცენტრში გამოიყოფა.
მუსლიმი თემის სალოცავს სახელმწიფო საკუთარი ხარჯით ააგებს. ეს
გადაწყვეტილება დღეს, მოხეს კომისიის სხდომაზე მიიღეს. აღნიშნულ
გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ მუსლიმი და მართლმადიდებელი
სასულიერო პირები. მათი ვარაუდით, აღნიშნული
ინიციატივას მრევლიც დაეთანხმება.