საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ მინისტრობის პოსტზე პრეზიდენტისთვის
გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა. პარლამენტის
თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი კვირიკაშვილს
ნდობას გამოუცხადებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი
კვირიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საპარლამენტო
უმრავლესობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. “მინდა მადლობა
გადავუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად
გავაკეთეთ და მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი
ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე
მადლობა მინდა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც მან ცოტა ხნის წინ
გამომიცხადა. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის
თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ-მინისტრობის
პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და
თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო
ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა
პრემიერ მინისტრობის პოსტზე პრეზიდენტისთვის გიორგი კვირიკაშვილის
კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ
პარლამენტი კვირიკაშვილს ნდობას გამოუცხადებს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი
ღარიბაშვილს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას ნდობისთვის მადლობა
გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან
ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ
ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი პრემიერ-მინისტრი
იყო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც მან ცოტა
ხნის წინ გამომიცხადა. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო
უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი
პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი
პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები,
რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის
აღსრულებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.