ახალციხის მერიამ საათნახევრიანი კონცერტისათვის 9 408 ლარი გამოყო
19:31 / 27.11.2015
ახალციხის მერია დეკემბრის დასაწყისში ღონისძიებას გეგმავს.
„შემოდგომის ახალციხე“ – ამ სახელწოდებით, კონცერტი, მესხეთის
სახელმწიფო დრამატულ თეტრში, ქართული ესტრადის მომღერლების
მონაწილეობით, 6 დეკემბერს გაიმართება. საათნახევრიანი
ღონისძიებისთვის, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი
9 573 ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კონპანიამ –
შპს ,,NEWNESS“-მა მიიღო, რომელიც 9 400 ლარად ახალციხეში ზურაბ
დოიჯაშვილს, ქუჩის ბიჭებს, ეკა თევზაძეს, ტატო გოდერძიშვილსა და ზურაბ
კობეშავიძეს ჩამოიყვანს.
ახალციხის მერია დეკემბრის დასაწყისში ღონისძიებას გეგმავს.
„შემოდგომის ახალციხე“ – ამ სახელწოდებით, კონცერტი, მესხეთის
სახელმწიფო დრამატულ თეტრში, ქართული ესტრადის მომღერლების
მონაწილეობით, 6 დეკემბერს გაიმართება. საათნახევრიანი
ღონისძიებისთვის, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი
9 573 ლარზე გამოაცხადა.
მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კონპანიამ – შპს ,,NEWNESS“-მა
მიიღო, რომელიც 9 400 ლარად ახალციხეში ზურაბ დოიჯაშვილს, ქუჩის
ბიჭებს, ეკა თევზაძეს, ტატო გოდერძიშვილსა და ზურაბ კობეშავიძეს
ჩამოიყვანს. როგორც მერიაში განმარტავენ, საღამოს ძირითადი წამყვანი
ზურაბ დოიჯაშვილი იქნება, ხელშეკრულების მიხედვით, მან კონცერტზე 12
სიმღერა უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე გაჟღერდება
ფოლკლორული ანსამბლის – ,,მესხეთის“ სიმღერებიც. მერის
მოადგილე, ზაზა თამარაშვილი, ,,მე–9 არხთან“ განმარტავს, რომ
ღონისძიება წინასწარ დაგეგმილი იყო და იგი რაიმე კონკრეტულ თარიღს არ
ეძღვნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.