ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ, მეორე ტურის შედეგები ოფიციალურად გააფორმა.
ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ, მეორე ტურის შედეგები
ოფიციალურად გააფორმა.
ოლქში ორი შემაჯამებელი ოქმი დაიწერა – მერის შუალედური და
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების. ოქმებს ხელი კომისიის
ცამეტივე წევრმა მოაწერა. შეირჩა ხუთი საარჩევნო უბანი, სადაც
არჩევნების ორივე ტური მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ხუთივე უბნის
კომისიის თავმჯდომარეს სიმბოლური პრიზები გადაეცემა.