ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ქალაქ ახალციხის მერიაც შეუერთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ტბის ტერიტორიაზე ველორბოლა გაიმართა. რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 16 –მა ახალგაზრდამ მიიღო.
საუკეთესო სამი მონაწილე, რომლებმაც ფინიშის ხაზი ყველაზე მოკლე დროში გადაკვეთა, ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს მერიისაგან სიგელები, თასები და ფასიანი საჩუქრები გაედაეცა.
ველორბოლაში მონაწილე დანარჩენ ახალგაზრდებს თვითმართველობა ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტბაზე დისკოთეკით დასრულდა.
|