ვლადიმერ ზედგინიძე მერის მოვალეობის შესრულებას, დაახლოებით, 10 დღეში შეუდგება.
იგი ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრების წინაშე მას შემდეგ წარსდგება, როცა ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია, მერის შუალედური არჩევნების შემაჯამებელ ოქმს შეადგენს. თეა გავაშელის თქმით, კომისიის სხდომა, რომელზეც ოქმი შედგება, 8 ნოემბერს არის ჩანიშნული.
ვლადიმერ ზედგინიძეს მერის უფლებამოსილების განხორციელება, სავარაუდოდ, 19 ნოემბრიდან შეეძლება.