ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ ექვსი თვის განმავლობაში
კომპლექსში დაფიქსირებული ვიზიტორების რაოდენობა გამოაქვეყნა.
2015 წლის იანვარ – ივნისში, ციხეზე 49 855
დამთვალიერებელი დაფიქსირდა. ექვსი თვის განმავლობაში ციხის ბიუჯეტში
206 275 ლარი შევიდა.
2015 წლის ცალკეული თვის მონაცემები კი ასეთია:
იანვარი – 1705 ვიზიტორი. თანხა 8 403 ლარი;
თებერვალი – 1 277 ვიზიტორი. თანხა 6 246 ლარი;
მარტი – 2 062 ვიზიტორი. თანხა 10 937 ლარი;
აპრილი-3 906. თანხა 21 742 ლარი;
მაისი-15 210. თანხა 64 945 ლარი;
ივნისი-25 695. თანხა 93 992 ლარი.
|