სამცხე-ჯავახეთიდან, თბილისში მომხდარი სტიქის შედეგად დაზარალებულთა დახმარება გრძელდება.
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში რეგიონის სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში შეგროვებული პროდუქტი, პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი და თანხა 1000 ლარამდე, დაზარალებულებს უკვე გადაეგზავნათ.
„თანადგომის კვირეულის“ ფარგლებში 20 ივნისს ახალციხის ცენტრალურ პარკში, სამოქალაქო განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებმა საქველმოქმედო კონცერტი მოაწყვეს , სადაც მოსახლებას საშუალება ჰქონდათ თბილისში დაზარალებულთა დასახმარებლად შესაწირი გაეკეთებინათ.
|