ვალეს #10 უბანზე, კენჭისყრის პროცედურები მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ხმის გამაძლიერებლიდან, ქალაქური სიმღერები ისმოდა.
სააჩევნო უბანი ვალეს კულტურის სახლის შენობაში მდებარეობდა, მუსიკალურ გაფორმებაზეც კულტურის სახლის დირექტორმა იზრუნა. #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საუბნო კომისია აღნიშნულით კანონს არ არღვევს.
უბანზე მუსიკა დღის მეორე ნახევარში, პოლიციის მოთხოვნის შემდეგ გათიშეს.