„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია ვალის მეცხრე უბანზე დააფიქსირა. ვაჟა ჩიტაშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად გამოცხადდა.
მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და მეცხრე მოწვევის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მან ხმა პარლამენტში განსხვავებულ აზრს მიცა. იგი ფიქრობს, რომ ამომრჩეველი საკუთარ პოზიციას თავისუფლად დააფიქსირებს.
ვაჟა ჩიტაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე პირველ ტურში 1 275 ხმით დაამარცხა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.