სოფელ უდეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა გიქოშვილების
საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. დამწვარია
შენობის სახურავი, ავეჯი და საყოფათცხოვრებო ნივთები. სოფელში
ამბობენ, რომ 4 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევა, დღეს 9
მაისს, დაახლოებით 12:30 წუთზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს 3 ბრიგადა. 2 მათგანი ადიგენის
სახანძრო–სამაშველო სამსახურიდან, ერთი კი ახალციხიდან. როგორც
ადიგენის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი, როლანდი ხარშილაძე განარტავს, ამ დროისათვის, ცეცხლი
ლიკვიდირებულია. დამწვარია სტეფანე გიქოშვილის კუთვნილი, დაახლოებით
50 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი.
სოფელ
უდეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა გიქოშვილების საცხოვრებელი სახლი
მთლიანად გაანადგურა. დამწვარია შენობის სახურავი, ავეჯი და
საყოფათცხოვრებო ნივთები. სოფელში ამბობენ, რომ 4 სულიანი ოჯახი ღია
ცის ქვეშ დარჩა.
შემთხვევა, დღეს 9 მაისს, დაახლოებით 12:30 წუთზე მოხდა. ადგილზე
იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 3 ბრიგადა. 2
მათგანი ადიგენის სახანძრო–სამაშველო სამსახურიდან, ერთი კი
ახალციხიდან.
როგორც ადიგენის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი, როლანდი ხარშილაძე განარტავს, ამ დროისათვის, ცეცხლი
ლიკვიდირებულია.
დამწვარია სტეფანე გიქოშვილის კუთვნილი, დაახლოებით 50 კვ. მეტრი
საცხოვრებელი ფართი.