სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში, ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობენ
21:41 / 24.04.2015
ყოფილი რექტორისა და ლექტორების ბრალდებებზე, სამცხე–ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტელეკომპანია ,,მე–9 არხთან“ პირველი
ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. ლალი მოროშკინას, გიგლა
გობეჩიასა და თინა გელაშვილის ბრალდებებს მოქმედი რექტორის, მერაბ
ბერიძის წინააღმდეგ, ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა, ნესტან სულავამ
უპასუხა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აღნიშნულ პრეტენზიებს
უსაფუძვლოს უწოდებს. საქმე ეხება, უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორების,
ლალი მოროშკინასა და გიგლა გობეჩიას, ასევე ყოფილი რექტორის, თინა
გელაშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციას, სადაც ისინი
უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობენ.
ყოფილი რექტორისა და ლექტორების ბრალდებებზე,
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტელეკომპანია ,,მე–9
არხთან“ პირველი ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. ლალი
მოროშკინას, გიგლა გობეჩიასა და თინა გელაშვილის ბრალდებებს მოქმედი
რექტორის, მერაბ ბერიძის წინააღმდეგ, ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა,
ნესტან სულავამ უპასუხა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
აღნიშნულ პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს.
საქმე ეხება, უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორების, ლალი მოროშკინასა
და გიგლა გობეჩიას, ასევე ყოფილი რექტორის, თინა გელაშვილის მიერ
გამართულ პრესკონფერენციას, სადაც ისინი უნივერსიტეტში არსებულ
დარღვევებზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობენ. მათი მტკიცებით,
უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე კორუფციის ბრალდებით არის
გასამართლებული და რექტორად მისი არჩევა გაუმართლებელი იყო. გარდა
ამისა, მათი თქმით, ბერიძეს გადადგომისათვის ერთ კვირიანი ვადა
ეძლევა, წინააღმდეგ შემთვევაში ისინი ბრალდებების დამადასტურებელ
ფაქტებს პროკურატურას ჩაბარებენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან
დაკავშირებით, ლალი მოროშკინამ, გიგლა გობეჩიამ და თინა გელაშვილმა
მედიისათვის პრესკონფერენცია მოაწყეს და ,,ობიექტივის“ პირდაპირ
ეთერში ისაუბრეს. თემას უამღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიური საბჭო, ელექტრონულ გვერდზე, ვრცელი განცხადებით
გამოეხმაურა. რაც შეეხება ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე მხოლოდ
,,მე–9 არხთან“ გაკეთდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.