ახალციხის მუნიციპალიტეტიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 13 პროექტი გადაიგზავნა, აქედან ექვსი გამგეობიდან , ხოლო 7 ქალაქ ახალციხის მერიიდან.
7 პროექტიდან სამინისტრომ ქალაქის 7–ვე პროექტი დააფინანსა. აღნიშნულის ფარგლებში ახალციხეში 18 ქუჩაზე ასფალტო ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება. სამუშაოების განხორციელებისათვის ორ მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.
გამგეობიდან გადაგზავნილი პროექტებით კი ძირითადად, გზების მოწესრიგება და სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. სამინისტრომ ორი მილიონ 841 662 ლარით 5 პროექტი უკვე დააფინანსა. გამგეობა, ამ დროისათვის ცენტრალური უწყების პასუხს ელოდება კიდევ ერთი პროექტის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც ვალის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. აღნიშნული პროექტები ჯამში სამი მილიონ 55 ათას 562 ლარი ჯდება.
|