სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებისთვის ახალციხეში ტრენინგი გაიმართა. მასში მონაწილეობა იმ აღმზრდელებმა მიიღეს, რომლებიც „ზოგადი განათლების პროფკავშირის“ წევრები არიან.
ტრენერი მონაწილეებს აღსაზრდელებთან ურთიერთობის თავისებურებებზე ესაუბრა, გარდა ამისა, პედაგოგებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს.
ტრენინგი მათ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ჩაუტარა. იაგო ბალანჩივაძის თქმით, შეხვედრამ საკმაოდ აქტიურად ჩაიარა. მისივე განმარტებით, მეტი თვალსაჩინოებისთვის მონაწილეებს დავალებები მიეცათ, რომელიც ჯგუფურად შეასრულეს, შემდეგ კი თავიანთი ხედვაც წარმოადგინეს.
ტრენინგი „ზოგადი განათლების პროფკავშირის“ ინიციატივით ჩატარდა, რომელსაც ახალციხეში ორგანიზება რეგიონის კოორდინატორმა დოდო ბერიძემ გაუწია.
|