ხმაურით ჩაიარა ახალციხის მერიის საკრებულოს სხდომამ. გატანილი 13 საკითხიდან 2–ის განხილვას ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მერიაში ორი სამსახურის გამოყოფის საკითხს არ დაეთანხმნენ „ბურჯანაძე–გაერთიანებული დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
მათი თქმით, სამსახურების გამოყოფის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან დაკისრებულ ფუნქციებს თავს სხვა თანამშრომლებიც გაართმევენ.
მათი უკმაყოფილება გამოიწვია უმწეოთა პრობლემების მოსაგვარებლად ააიპ–ის შექმნის საკითხმაც. მერიის წარმომადგენელთა განმარტებით, ცალკე ჩაამოყალიბებული ჯგუფი უმწეოთა სასადილოსა და შემდეგში უმწეოთა თავშესაფარს უხელმძღვანელს, რომლის მშენებლობასაც მერია მომავალში გეგმავს. ისინი ფიქრობენ, რომ ააიპ–ის გაკონტროლება შედარებით მარტივი იქნება. თავშესაფრის მშენებლობას სკეპტიკურად უყურებს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილი. რაც შეეხება ახალი ააიპ–ის ჩამოყალიბებას, მისი თქმით, დღეისათვის მერიაში არც ამის საჭიროება არსებობს.
მიუხედავად იმისა რომ აღნიშნულ ორ საკითხს ოპოზიციური პარტიების წარმომაადგენელთა ნაწილი არ დაეთანხმა, საკრებულოს სხდომაზე გატანილი 13 საკითხიდან 13–ვე დამტკიცდა.
|