სოციალური მომსახურების
სააგენტოს რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსი დაკავებული
თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ზაალ ივანიძე თანამშრომლებს უკვე
დაემშვიდობა. იგი რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრს 2010 წლის აგვისტოს
თვიდან ხელმძღვანელობდა.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნული სამსახური ყველა რეგიონში გაუქმდა. მის ბაზაზე კი ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდება, რომელიც რეგიონის მთავარ ქალაქებში ამოქმედდება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე საუბარი არ არის, რადგან ჯერ თავად სტრუქტურა ჩამოყალიბების პროცესშია. დეტალები კი ახლო მომავალში დაზუსტდება.
აღნიშნული რეორგანიზაცია სოციალური მომსახურების სააგანტოს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, რომლის მიზანსაც რეგიონებში ეფექტური სტრუქტურის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
|