მებაჟე ოფიცრებმა 6 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
17:29 / 26.01.2015
საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ნინოწმინდა“ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის
საფუძველზე, ბულგარეთის მოქალაქეების ს.ბ.პ.-ისა და გ.ვ.ა.-ის
ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6,295 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა კოკაინის შემოტანის ფაქტი 24
იანვარს დააფიქსირეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს
საგამოძიებო სამსახურს გადეცა. შსს–ს ინფორმაციით, სასაზღვრო
კონტროლის გავლისას, დაკავებულებს სხეულზე წებოვანი ლენტით
მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა მათი
პირადი ჩხრეკისას 8,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც
ექსპერტიზის დასკვნით 6,295 კგ კოკაინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა,
რომ დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება სომხეთის რესპუბლიკიდან
საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ. დადგინდა, რომ ამოღებული
ნარკოტიკის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს. გამოძიება
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 და მე-4
ნაწილებით).
საბაჟო გამშვებ პუნქტზე
– „ნინოწმინდა“ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება
კოკაინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის
ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ბულგარეთის
მოქალაქეების ს.ბ.პ.-ისა და გ.ვ.ა.-ის ფიზიკური დათვალიერების
შედეგად, 6,295 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა კოკაინის შემოტანის ფაქტი
24 იანვარს დააფიქსირეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო
სამსახურს გადეცა.
შსს–ს ინფორმაციით, სასაზღვრო კონტროლის გავლისას, დაკავებულებს
სხეულზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი
აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკისას 8,5 კგ
ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,295
კგ კოკაინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს
ნარკოტიკული საშუალება სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ
შემოჰქონდათ. დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 2 მილიონ
500 ათას დოლარს შეადგენს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 და მე-4
ნაწილებით).
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.