საბერძნეთი, ბრაზილია, სამხრეთ კორეა, გერმანია, ისრაელი, ირანი,
სირია, ჩინეთი –ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა
დელეგატებმა მონაწილეობა გაეროს მოდელირებულ სხდომაში მიიღეს.
იმიტირებული შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ–მესხთა
კავშირში” გაიმართა. 20–მდე ქვეყნის წარმომადგენელმა გენდერული
უთანასწორობისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ,
საკუთარი სახელმწიფოს ხედვა ერთმანეთს გაუზიარა.
შეხვედრა ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში განხორცილედა, იგი საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, usaid–ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებში დიპოლმატიური პასუხისმგებლბის გაცნობერება წარმოადგენს.
აღნიშნული პროექტი საქართველოს 13 ქალაქში მიმდინარეობს. თითოეულ მათგანში 4 დელეგატი შეირჩევა. ისინი შემდეგ მონაწილეობას ეროვნულ მოდელირებულ სხდომაში მიიღებენ, რომელიც თბილისში გაიმართება. საბოლოოდ კი საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო დიპოლმატი გამოვლინდება.
|