ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში 55
წლამდე ასაკის მამაკაცი დაიკარგა. ოჯახის წევრების თქმით, იგი
სახლიდან გუშინ, 31 ოქტომბერს, სოკოს საკრეფად გავიდა და აღარ
დაბრუნებულა. დაკარგულს, ახალციხის სამაშველო სამსახური უკვე 24
საათია უშედეგოდ ეძებს. მაშველების განმარტებით, სამძებრო სამუშაოები,
როგორც სოფელ წნისის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე მტკვარსა და მის
ნაპირებზეც მიმდინარეობს. მათივე თქმით, მამაკაცი რამდენიმე დღით
სახლიდან ადრეც გასულა, თუმცა იგი სახლში კვლავ ბრუნდებოდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში 55 წლამდე
ასაკის მამაკაცი დაიკარგა. ოჯახის წევრების თქმით, იგი სახლიდან
გუშინ, 31 ოქტომბერს, სოკოს საკრეფად გავიდა და აღარ
დაბრუნებულა.
დაკარგულს, ახალციხის სამაშველო სამსახური უკვე 24 საათია უშედეგოდ
ეძებს. მაშველების განმარტებით, სამძებრო სამუშაოები, როგორც სოფელ
წნისის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე მტკვარსა და მის ნაპირებზეც
მიმდინარეობს. მათივე თქმით, მამაკაცი რამდენიმე დღით სახლიდან ადრეც
გასულა, თუმცა იგი სახლში კვლავ ბრუნდებოდა.