სამცხე–ჯავახეთის
სამხარეო მთავარ სამმართველოსთან შეკრებილ მოსახლეობას უფლებადამცველი
თამაზ ბაკურიძე მიმართა. იგი აჭარიდან ცოტა ხნის წინ, მუსლიმი
მოსახლეობის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. უფლებადამცველის თქმით, მოხეში
განვითარებული მოვლენები მუსლიმი ხალხისათვის აუტანელი შეურაცხყოფაა
და საქართველოში ისლამის მიმდევართა შევიწროვება
მიმდინარეობს:
,,ჩვენ ვართ ხალხი, რომლებსაც გვიყვარს ღმერთი და მიწა, მაგრამ საქართველოში არცერთს გვაძლევენ”– განაცხადა აქციის დროს თამაზ ბაკურიძემ. მისივე თქმით, ისლამის მიმდევრები აჭარაშიც იჩაგრებიან. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, უახლოეს მომავალში, მუსლიმი მოსახლეობა ანტიაჭარული პოლიტიკის წინააღმდეგ მოძარაობას დაიწყებს.
,,თქვენ გგონიათ აჭარაში უკეთესი მდგომარეობაა?! ფეხქვეშ ითელება აჭარლების ღირსება, ერთ დღეს ადგება მთელი აჭარა და ანტიაჭარული პოლიტიკის წინააღმდეგ სერიოზულ მოძრაობას დაიწყებს.”– განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმები, გუშინ 22 ოქტომბერს შეიკრიბნენ. დაკავებულთა გათავისუფლბის მოთხოვნით, მათი პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|