თოვლისა და ყინულის გამო, გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და
ლიპყინული გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია
მოძრაობის სპეციალური რეჟიმი.
რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ძლიერი ქარბუქის და ლიპყინულის
გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის
როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ 110–კმ 146) მონაკვეთზე და
ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 90-კმ
112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით,
ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
"საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან
გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის
შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ
საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს", - ნათქვამია გზების
დეპარტამენტის განცხადებაში.