ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მუგარეთსა და ფერსაში, ფერმერებს პირუტყვი ეხოცებათ. საქონელს დაავადება პირაპლაზმოზი – ე.წ. ტკიპურა დაუდგინდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი, ცხოველებს სახლში მკურნალობს.
ადგილობრივებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თქმით, ტკიპურა ბოლო რამდენიმე წელია ენდემურ ზონაში – მუგარეთსა და ფერსაში ფიქსირდება. დაავადება ყოველი წლის ზაფხულში იჩენს თავს. ვეტერინარები ფერმერებს ურჩევენ, რომ ორ კვირაში ერთხელ, ცხოველი და სადგომი, სპეციალური ხსნარით დაამუშაონ. სპეციალისტთან დროული მიმართვის შემთხვევაში, დაავადება განკურნებადია. დაავადებული პირუტყვის ხორცი საჭმელად უვარგისია.