ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა, რომელიც მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს,სადამკვირვებლო მისიებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს, დისკუსიებისთვის და შეხვედრებისთვის, ნეიტრალურ სივრცეს სთვაზობს.
ცენტრის მიზანი, პოლიტიკურ ძალებსა და ამომრჩევლებს შორის, მეტი კონტაქტია.აქ დაგეგმილია კანდიდატებს შორის დებატების მოწყობა, საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია და დისკუსიები. ხელმისაწვდომია ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. არჩევნების დღეს პერიოდულად ჩატარდება ბრიფინგები. მედიაცენტრი ფუნქციონირებას, 2016 წლის ბოლომდე გააგრძელებს.
ახალციხის მსგავსად, მედიაცენტრი დღეს ქვეყნის კიდევ ცხრა ქალაქში გაიხსნა.