ადიგენის მუნიციპალიტეტის
სოფელ უდეში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, დღეს, 9
ივნისს, ამაღლების დღესასწაული ადგილობრივებთან
ერთად რუმინეთის დელეგაციამაც აღნიშნა. სადღესასწაულო წირვა
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.
ლიტურგიის შესრულებაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდისა და ცაიშის
მიტროპოლიტმა გერასიმემ და რუმინეთის სასულიერო პირებმაც.
წირვაზე იმყოფებოდნენ რუმინეთის ელჩი საქართველოში დიმიტრუ ბადეა, კულტურის მინისტრი იონუც ვულპესკუ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და რუმინეთის დელეგაციის სხვა წევრები.
სტუმრებმა წირვის დასრულების შემდეგ ზარზმისა და საფარის ეკლესია–მონასტრებიც მოილოცეს.
გიორგი გასიტაშვილის ფოტოები.
თიკო კურტანიძე