უჩა ნანუაშვილი სოფელ მოხეშია. სახალხო დამცველი მიმდებარე თორმეტი სოფლის მართლმადიდებელ თემს ხვდება.
მასთან შეხვედრა, ადგილობრივებმა თავად ითხოვეს. მოსახლეობის ამ ნაწილის თქმით, მართლმადიდებლები მიმდებარე სოფლებში უმცირესობას წარმოადგენენ და მათი უფლებები მუდმივად იზღუდება. საუბრის მთავარი თემა, სადავო შენობის საკითხია. მართლმადიდებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ნაგებობის დათმობას არ აპირებენ. უჩა ნანუაშვილმა მიიჩნევს, რომ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დადგენა, აუცილებლობას წარმოადგენს.
მართლმადიდებლებთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველი მუსლიმ მოსახლეობას შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს. უჩა ნანუაშვილი უკვე იმყოფებოდა სოფელ ჭელაში, სადაც ადგილობრივ მუსლიმებს შეხვდა.