ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღის აღნიშვნას, ახალციხის მერიაც შეუერთდა. ახალციხეში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ 30 დედას, ქალაქის მერმა საჩუქრად მცირე საოჯახო ტექნიკა და ტკბილეული გადასცა.
მერიაში ამბობენ, რომ ახალციხეში რეგისტრირებული მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე შეირჩა.
მათი საჩუქრების – უთოებისა და ნამცხვრების შეძენა, მერიას 1 350 ლარი დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე, საქართველოში მეორე წელია აღინიშნება.