სამცხე-ჯავახეთში რეგიონული კლუბი „ ტაო“ დაფუძნდა. იგი საქართველოში პირველი სარაგბო გუნდია, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. ბაზა დაბა ასპინძაში მდებარეობს, სადაც 17 წლამდე 300 მოზარდი ივარჯიშებს.
კლუბ „ტაოს“ დაფუძნება, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ბავშვთა
გუნდების სარაგბო ფესტივალით დაიწყო.
მის ყველა მონაწილეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ,
სამახსოვრო სიგელები გადასცა. მოწვეულ სტუმრებს და კლუბის
დამფუძნებლებს, „ტაოს“ პრეზიდენტმა, ირაკლი გვენეტაძემ, სამომავლო
გეგმები გააცნო.
კლუბის დაფუძნების მიზანი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რაგბის ახალ
საფეხურზე აყვანა და პოპულარიზაციაა. ამ კლუბის დაარსებით,
საქართველოში ახალ ტრადიციას ეყრება საფუძველი – რეგიონული სარაგბო
გუნდი მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება
მხარდაჭერილი.
|