დღის ფრაზა
კიევი არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე მშვიდობისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
კიევი არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე მშვიდობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ FoxNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სიმართლის გამარჯვება - ეს უკრაინისა და უკრაინელების გამარჯვებაა. კითხვა იმაში მდგომარეობს, როდის დასრულდება ეს. ეს ღრმა საკითხია. ეს მტკივნეული საკითხია. გამარჯვების გარდა უკრაინელი ხალხი არ მიიღებს არანაირ გამოსავალს. ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიით. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, ის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან ელის ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. მან ამასთანავე, გამოხატა რწმენა, რომ უკრაინას შეუძლია ნატო ბევრად ძლიერი გახადოს.

„ჩვენ არ ვართ სუსტი სახელმწიფო. ჩვენ არ გთავაზობთ გაგვაძლიეროთ ნატოს ხარჯზე. ჩვენ ვართ დამატება, ჩვენ ვართ ლოკომოტივი. ვფიქრობ, ჩვენ ვართ ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ:
| Print |