სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
უშუალოდ თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
„აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, ასპინძა, თიანეთი, ადიგენი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ნინოწმინდა, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.