საქართველოში ამინდი იცვლება
5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ახალციხეს - ტემპერატურა 12 გრადუსს მიაღწევს. რამდენიმე დღე ყინვა არ არის მოსალოდნელი. 4-5 თებერვალს შესაძლოა იწვიმოს.
თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი დაფიქსირდება.