როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
14 და 15 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 18 და 20 და ღამით კი 7 და 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20 და 21, ღამით კი 7 და 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 19 და 21 გრადუსი იქნება, ღამით ორივე დღეს 6. ადიგენში დღისით 17 და 18, ღამით 3 და 5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 15 და 17, ღამით მინუს 1 და 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13 და 15-ს, ღამით 0 და 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 17 და 18 გრადუსს, ხოლო ღამით 3 და 9 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 14 და 16, ღამით კი 2 და 0 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 20 და 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 და 11 გრადუსი იქნება.