ყინვა, თოვლი და ტემპერატურის ვარდნა - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში
22 ოქტომბრამდე ქვეყნის მასშტაბით ნალექია მოსალოდნელი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, თოვლი და ზოგან ძლიერი ქარი.
20 და 21 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +9 და +7 გრადუსს, ღამით კი +2 და 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. თოვლი და წვიმაა ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +10 და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 და 0 გრადუსს ვარაუდობენ.
20-21 ოქტომბერს წვიმიანი ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა +10 და +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 და -2 გრადუსი იქნება. სინოპტკოსები ნალექს პროგნოზირებენ ადიგენშიც, დღისით +8 და +4 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +15 და +16 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +7 და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -4 და -3 გრადუსი იქნება. თოვს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +5 და +2 გრადუსს, ხოლო ღამით 0 და -2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე თოვს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +5 და +4 გრადუსია, ხოლო ღამით 0 და -3 გრადუსი ყინვა იქნება. თოვლი და ყინვაა ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +2 და 0 გრადუსია, ხოლო ღამით -3 და -5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ორივე დღეს ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 და +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 და +4 გრადუსი იქნება.