68 წლის ასაკში მსახიობი, პოეტი, ღირსების ორდენის კავალერი,
მრავალი სიგელის, დიპლომისა და ჯილდოს მფლობელი, მხატვრული კითხვის
ოსტატი, ორატორი შალვა კეღოშვილი გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, მან
ბოლო პერიოდში სამი რთული ოპერაცია გადაიტანა. ცნობილ თამადად
წოდებული შალვა კეღოშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში
დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის
თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა. გამოცდაზე იგი აკაკი ხორავას წინაშე
წარსდგა, რომლის გულის მოგებაც ადვილად მოახერხა. „მომაშორეთ
აქედან და მიაქციეთ ამ ბიჭს ყურადღებაო“, – უთქვამს ხორავას მასზე.
1965 წელს სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის დამთავრების
შემდეგ მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობა დაიწყო,
შემდეგ კი გორის თეატრში მსახიობად და ასევე გორის კულტურის
განყოფილების გამგედ მუშაობდა. მუშაობის პარალელურად სწავლობდა,
პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
შალვა კეღოშვილი კითხულობდა ლექციებს თსუ ი. ჯავახიშვილის სახელობის
მესხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წლების განმავლობაში
ხელმძღვანელობდა კულტურის სამსახურს ადიგენის მუნიციპალიტეტის
გამგეობაში. პირველად ქორწილს, 19 წლის ასაკში უთამადა. ლექსად თქმული
ყველა სადღეგრძელო ტაშით ჯილდოვდებოდა. 2008 წელს
კონკურსში – “საქართველოს თამადა”, ჯერ რეგიონის გამარჯვებული
გახდა, შემდეგ კი საქართველოს საუკეთესო თამადების ხუთეულში მოხვდა.
შალვა კეღოშვილი მონაწილეობდა “მეცხრე არხის” მიერ ორგანიზებულ
“მესხურ ფესტივალში”. შალვა კეღოშვილის არაერთი ლექსია
საზოგადოებისთვის ცნობილი. ერთ–ერთ მათგანს ტელეკომპანია“ მეცხრე
არხი“ არქივიდან გთავაზობთ:
68 წლის ასაკში მსახიობი, პოეტი, ღირსების ორდენის კავალერი,
მრავალი სიგელის, დიპლომისა და ჯილდოს მფლობელი, მხატვრული კითხვის
ოსტატი, ორატორი შალვა კეღოშვილი გარდაიცვალა.
ახლობლების თქმით, მან ბოლო პერიოდში სამი რთული ოპერაცია
გადაიტანა.
ცნობილ თამადად წოდებული შალვა კეღოშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის
სოფელ ხიზაბავრაში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა შოთა
რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა. გამოცდაზე იგი
აკაკი ხორავას წინაშე წარსდგა, რომლის გულის მოგებაც ადვილად
მოახერხა. „მომაშორეთ აქედან და მიაქციეთ ამ ბიჭს ყურადღებაო“,
– უთქვამს ხორავას მასზე.
1965 წელს სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის
დამთავრების შემდეგ მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში
მუშაობა დაიწყო, შემდეგ კი გორის თეატრში მსახიობად და
ასევე გორის კულტურის განყოფილების გამგედ მუშაობდა. მუშაობის
პარალელურად სწავლობდა, პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და
ლიტერატურის ფაკულტეტზე.
შალვა კეღოშვილი კითხულობდა ლექციებს თსუ ი. ჯავახიშვილის
სახელობის მესხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წლების განმავლობაში
ხელმძღვანელობდა კულტურის სამსახურს ადიგენის მუნიციპალიტეტის
გამგეობაში.
პირველად ქორწილს, 19 წლის ასაკში უთამადა. ლექსად თქმული ყველა
სადღეგრძელო ტაშით ჯილდოვდებოდა. 2008 წელს კონკურსში –
“საქართველოს თამადა”, ჯერ რეგიონის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი
საქართველოს საუკეთესო თამადების ხუთეულში მოხვდა.
შალვა კეღოშვილი მონაწილეობდა “მეცხრე არხის” მიერ ორგანიზებულ
“მესხურ ფესტივალში”.
შალვა კეღოშვილის არაერთი ლექსია საზოგადოებისთვის ცნობილი.
ერთ–ერთ მათგანს ტელეკომპანია“ მეცხრე არხი“ არქივიდან გთავაზობთ:
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.