"ენერგო -პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 16:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ვალეში წერეთლის, მეგობრობის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე.
ხოლო 14:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ვალეში სადგურის, ვაჟა ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ფარეხა, ხვილისი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.