სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ახალციხეში 9 აპრილის, გვარამაძის, წმ. დავით და კონსტანტინეს ქუჩებზე.
14:00-დან 16:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ახალქალაქში დ. აღმაშენებლის, თავისუფლების, ნალბანდიანის, თუმანიანის, მაშტოცის, მიასნიკიანის, თამარ მეფის, სანაპიროს, თბილისის, ჭავჭავაძის, დემირჩიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.