"ენერგო -პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 15:30 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ბაკურიანში თრიალეთის, აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, წაქაძის ქუჩებზე, დიდველის ტერიტორიაზე, ხოლო 16:00-დან 18:00 საათამდე - ბაკურიანში 25 იანების მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, მურჯახეთი, ჩუნჩხა, მაჯადია და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.